ავღანეთის სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ცნობისთვის, ქაბულში ექიმებად გადაცმული ტერორისტები სამხედრო ჰოსპიტალს დღეს დილით დაესხნენ თავს, მათ ჰოსპიტალში შეღწევა შეძლეს და მის ერთ-ერთ სართულზე გამაგრდნენ.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ავტომატებით და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებული. სპეცდანიშნულების ძალებმა მოგვიანებით ყველა ტერორისტი გაანადგურეს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები