ტრამპმა ქალებს 8 მარტი მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა საერთაშორისო დღეს მანდილოსნებს დღესასწაული მიულოცა და მსოფლიოში ქალთა წამყვან როლზე ისაუბრა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა.
„ქალთა საერთაშორისო დღეს მინდა ხაზი გავუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ცხოვრებაში ქალთა როლს. ჩემს ადმინისტრაციაში ბევრს წამყვან თანამდებობაზე ქალები მუშაობენ“, – წერს ტრამპი.
მან ასევე დაამატა, რომ პატივს სცემს ქალთა როლს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები