აღმოსავლეთ უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში 7 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსი „ბოევიკების“ მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, 7 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. კერძოდ, უკრაინული ჯარის პოზიციები არტილერიიდან  დონეცკის მახლობლად დაიბომბა.
ცეცხლი მარიუპოლის რაიონშიც გაიხსნა. აქაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები არტილერიიდან და ტანკებიდან დაიბომბა.
ლუგანსკის მახლობლად, პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის ჯარის პოზიციები 122-მილიმეტრიანი ქვემეხებიდან დაბომბეს. ასევე, აქ სნაიპერებიც მოქმედებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები