ესპანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც მეგობრებთან ერთად რესტორნიდან გაიქცა და ფული არ გადაიხადა

ესპანეთის პოლიციამ სკანდალური ბანკეტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა, რომელიც მეგობრებთან ერთად, რესტორანში ქეიფობდა და ფულის გადაუხდელად იქიდან მიიმალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ახლა დაკავებული სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რესტორან “კარმენში” მოხდა. იქ რუმინეთის 100-მდე მკვიდრმა რესტორანში წვეულებისთვის მაგიდა შეუკვეთა.
მათ წინასწარ გადასახდელი თანხა შეიტანეს და ქეიფს შეუდგნენ. „არაფერი მიგვანიშნებდა, რომ ისინი მიმალვას აპირებდნენ. ისინი ცეკვავდნენ და მოულოდნელად გაქრნენ. 100 ადამიანი ერთ წუთში გაიქცა“, – აცხადებს რესტორნის მეპატრონე.
პოლიციის ინფორმაციით, კლიენტებმა დაახლოებით 2 ათასი ევრო არ გადაიხადეს.
ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ესპანეთის კიდევ ერთ რესტორანში მოხდა. იქ  ფულის გადაუხდელად 200-მდე ადამიანი გაიქცა. მათ 12 ათასი ევრო არ გადაიხადეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ერთი და იგივე ჯგუფია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები