საფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს

პარიზის მახლობლად, ტუარის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს. „ბი ბი სის“ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა ევროპაში.
პოლიციის ინფორმაციით, მარტორქას რქა ჰქონდა მოჭრილი. სავარაუდოდ ბრაკონიერებმა რქა ბენზინის ხერხით გადაჭრეს.
ბოროტმოქმედებმა, რომლებიც ზოოპარკში შეაღწიეს, მარტორქას თავში სამჯერ ესროლეს. მათ რქ წაიღეს, რომლის ერთი კილოგრამის ფასი შავ ბაზარზე 60 ათას დოლარს შეადგენს.
ბრაკონიერები მეორე რქის მოჭრასაც აპირებდნენ, მაგრამ მათ, სავარაუდოდ, ხელი შეუშალეს და ეს ვერ მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები