დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ საბოლოო შეთანხმება პარლამენტთან იყოს შეთანხმებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ტერეზა მეის მთავრობამ მარცხი მეორედ განიცადა. პრემიერი მოუწოდებდა დეპუტატებს, რომ დოკუმენტისთვის მხარი დაეჭირათ შესწორებების გარეშე.
2 მარტს ლორდთა პალატამ მოითხოვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში ყოფნის და მუშაობის უფლება ჰქონდეთ.
ბრექსიტის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასმართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას პარლამენტის დასტური სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები