ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდების ჩატარების შეწყვეტისკენ მოუწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების ცდების ჩატარების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა არ დაუშვას „სერიოზული კრიზისი“.  პეკინში მიაჩნიათ, რომ საპასუხო ნაბიჯი უნდ იყოს სამხრეთ კორეის და აშშ-ის სამხედრო წვრთნების შეჩერება, რაც ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია კატასტროფით დასრულდება, თუ რომელიმე მხარე დათმობებზე არ წავა. მან ეს სიტუაცია ორ მატარებელს შეადარა, რომლებიც „ერთმანეთს დიდი სიჩქარით უახლოვდებიან და არც ერთს გზის დათმობა არ სურს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები