აშშ-ში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა – ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა აშშ-ის მისისიპის შტატში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შეჯახება ჰარისონის ოლქის ქალაქ ბილოქსში მოხდა. სატვირთო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა და ის 100 მეტრის მანძილზე ათრია.
შეჯახების დროს მატარებელში 50 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მატარებელი სწრაფად არ მოძრაობდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები