იემენში „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს

იემენში ტერორისტული დაჯგუფების „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განუცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია „ალ ქაიდას მაღალჩინოსნის, იასირ ალ-სილმის დაღუპვის დადასტურება. ის ავიადარტყმის დროს დაიღუპა. ალ სილმი გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია.
ალსილმი გუანტანამოს ციხეში საჯელს 2002-2009 წლებში იხდიდა. რა პირობებში მოხდა მისი გათავისუფლება, უცნობია.
პენტაგონის ინფორმაციით, ავიადარტყმა „ალ ქაიდაზე“ იემენის სამხრეთ ნაწილში განხორციელდა. შეტევის სამიზნე 7 ექსტრემისტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები