სირიის ოპოზიციური ძალები რაქაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ ბაზას უტევენ

სირიის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც აშშ მხარს უჭერს, ქალაქ რაქაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს” ბაზას მიუახლოვდნენ. მანამდე ოპოზიციურმა ძალებმა ტერორისტებს ბოლო გზა მოუჭრეს, რომლითაც ისინი გარე სამყაროს უკავშირდებოდნენ. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
ამჟამად „ისლამურ სახელმწიფოს” სირიაში სამი მხრიდან უტევენ – მათ წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებენ სირიის სამთავრობო ძალები და რუსული ავიაცია, ასევე „სირიის დემოკრატიული ძალები“ და თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიელ მოხალისეებთან ერთად.
რაქა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქად ითვლება. ქალაქს სამხრეთიდან მდინარე ევფრატი ესაზღვრება. ამერიკულმა ავიაციამ ევფრატზე მდებარე რამდენიმე ხიდი უკვე გაანადგურა, რათა „ბოევიკებს“ უკან დახევის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები