რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჰააგის სასამართლო განიხილავს

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჰააგის სასამართლო განიხილავს. უკრაინა რუსეთს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
როგორც სასამართლოს სხდომის გახსნაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელენა ზერკალმა განაცხადა, კიევი სასამართლოს დახმარებას ითხოვს, ვინაიდან მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს  იარაღით ამარაგებს და ამით კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი ხდება.
როგორც მინისტრი ამბობს, იმისდა მიუხედავად, რომ კომისიამ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური „ბოინგი“ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე ჩამოაგდეს, რუსეთი ტერორისტების მხარდაჭერას განაგრძობს.
უკრაინა ცდილობს დაარწმუნოს გაეროს უმაღლესი სასამართლო, რომ კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.
კიევის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა რუსეთმა 2 საერთაშორისო კონვენცია დაარღვია – „ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა“ და „ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაცია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები