ჩრდილოეთ კორეა მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს

ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება დროებით აუკრძალა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ზომა იქამდე იმოქმედებს, ვიდრე არ იქნება მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატების და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ვიდრე მალაიზიაში მომხდარი ინციდენტი ამოწურული არ იქნება.
ამის საპასუხოდ, მალაიზიის შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება, ხოლო დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს – საელჩოს დატოვება აუკრძალეს.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიიდან ელჩი გაიწვია. შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეამაც მიიღო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც მალაიზიის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა, კიმ ჩენ ნამი მოკლეს. მალაიზიის პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები დგანან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები