ბრიტანელი დეპუტატები ფეისბუქის საქმიანობით უკმაყოფილონი არიან

დიდ ბრიტანეთში დეპუტატებმა ფეისბუქის მუშაობა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია თამამი ფოტოების გამოქვეყნებას, რომელშიც ხშირად შიშველი ან ნახევრად შიშველი ადამიანები არიან გამოსახული, არასათანადო ყურადღებას აქცევს.
მედიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ, დამიან კოლინსმა განაცხადა, რომ მას ფეისბუქის მოდერატორების მუშაობის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება.
კოლინსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ბი ბი სის“ ინფორმაციით, ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში მამაკაცებმა ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ფოტოები გაავრცელეს. ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, ფეისბუქმა ეს ფოტოები არ წაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები