ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის სამთავრობო შენობები დაიკავეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის სამთავრობო შენობები დაიკავეს. ერაყის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, “ბოევიკების“ პოზიციებზე შეტევა გრძელდება.
სამხედროები ასევე იუწყებიან, რომ ერაყის ცენტრალური ბანკის განყოფილების შენობაც დაიკავეს. აქ ტერორისტები „სასამართლო სხდომებს“ მართავდნენ. შენობათა უმეტესობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო, თუმცა შემდეგ ამინდის გამო შეფერხდა. ერაყის ძალებმა უკვე აიღეს მდინარე ტიგროსზე მდებარე ხიდები და დასვლეთ მოსულის ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები