პესკოვი: ისტერიკა ამერიკულ მედიაში აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ზიანს აყენებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკულ მედიაში ატეხილი ისტერიკა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს აზარალებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “CNN” იუწყება.
პესკოვმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ბრალდებები, რომ რუსეთი 2016 წელის შემოდგომაზე აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ერეოდა.
პესკოვის აცხადებს, რომ დღეს აშშ მსოფლიო არენაზე „ნომერ პირველი მოთამაშეა“ და რუსეთს შეერთებული შტატების სტაბილურ მთავრობასთან სურს ურთიერთობები.
„ჩვენ გვსურს დიალოგის დაწყება, მაგრამ ამჟამად კომფორტაბელური პირობები ამისთვის არ არსებობს“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევამდე, ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები