იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
როგორც იან კელიმ განაცხადა, საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის მოდელია.
„საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარების და მმართველობისა. გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებას გააგრძელებენ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თავისუფალ მედიას და მე პირადად მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს“, – განაცხადა იან კელიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები