სამხრეთ კორეაში აშშ-მა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსა

აშშ-მა სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები THAAD განათავსა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD (Terminal High Altitude Area Defense) მაღალ სიმაღლეზე ბალისტიკური და სხვა რაკეტების ჩამოგდების საშუალებას იძლევა.
აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კორეაში ამ სისტემების განთავსება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკავშირდება.
სამხრეთ კორეაში THAAD-ის განთავსებით უკმაყოფილოა ჩინეთი. პეკინი შიშობს, რომ ანტისარაკეტო სისტემების რადარებით სამხრეთ კორეა ჩინეთის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები