პენტაგონი საზღვაო ქვეითი ქალების სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების საკითხს სწავლობს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ფეისბუქში საზღვაო ქვეითი ქალების სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების საკითხს სწავლობს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ფოტოები საზღვაო ქვეითების დახურულ ჯგუფში დაიბეჭდა და მას სექსუალური ხასიათის ვულგარული და აგრესიული კომენტარები ერთვოდა.
„ეს არის ჩვენს ეთიკაზე და ტრადიციებზე სერიოზული დარტყმა. ასეთი საქციელი სხვა საზღვაო ქვეითებს, მათი ოჯახის წევრებს და სამოქალაქო პირებს ზიანს აყენებს“, – განაცხადა საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რონალდ გრინმა.
ამჟამად ფოტოები წაშლილია, ხოლო იმ პირთა ექაუნთები, რომლებიც ფოტოებს აქვეყნებდნენ, ფეისბუქმა და გუგლმა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები