ტრამპის ახალ საიმიგრაციო ბრძანებულებაში ექვსი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო ბრძანებულება ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება. ბრძანებულების მიხედვით, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალის და სუდანის მოქალაქეებს 90 დღით აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ. რაც შეხება აშშ-ში ლტოლვილების მიღებას, ეს პროგრამა 120 დღით შეჩერდება. დონალდ ტრამპის წინა ბრძანებულება 7 ქვეყნის მოქალაქეებს ეხებოდა. ის ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა.
ახალ ბრძანებულებაში ერაყი აღარ ფიგურირებს. ის 16 მარტიდან შედის ძალაში. კანონის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამის შედეგად არ მოხდება ისეთი ქაოსი, რაც წინა ბრძანებულების ამოქმედების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები