თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა. ილდირიმს მონაწილეობა უნდა მიეღო მიტინგში, რომელიც მუშის პროვინციაში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო.
რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე თურქეთში 16 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები