მარინ ლე პენის აზრით, პუტინი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ რუსეთი და პუტინი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „მე ასე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით, ეს უდიდესი ტყუილია“ – განუცხადა ლე პენმა ტელეკომპანია „სი ბი ესს“.
ლე პენი ამბობს, რომ ევროპისთვის უფრო დიდ საფრთხეს „ცივი ომის პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც, მისი თქმით, „რუსეთს ჩინეთთან აახლოებს“.
ტელეკომპანიის კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა პუტინი საფრთხეს ევროპისთვის, ლე პენმა უპასუხა, რომ „პუტინს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რაც ასეთი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემდა“.
რამდენიმე თვის წინ, პე პენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს „უკანონობა არ ყოფილა“. ლე პენს ასევე მიაჩნია, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები