ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ერთ-ერთი სტრატეგიული ხიდი დაიკავეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის სტრატეგიული ხიდი დაიკავეს. ამ ხიდით ქალაქის სამხრეთ ნაწილიდან მოსულის ძველ ქალაქში მიმავალი გზა გადის. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
დასავლეთ მოსულის შტურმის დაწყებიდან ალ-ჰურიას ხიდი მეორე ხიდია, რომელიც ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს.
მოსულში მდინარე ტიგროსზე მდებარე ხუთივე ხიდი დაზიანებულია. მათი აღდგენის შემთხვევაში, ერაყის შეიარაღებული ძალების შეტევა აღმოსავლეთ მოსულზე მნიშვნელოვნად გაადვილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები