აშშ-ში ავღანური ოჯახი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ვიზა ჰქონდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 პირისგან შემდგარი ოჯახი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ვიზა ჰქონდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
5 -კაციანი ოჯახი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააკავეს. ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ ამ ადამიანებს  სპეციალური საიმიგრაციო ვიზები ჰქონდათ, რომლებიც აშშ-ის ჯარისთვის ავღანეთის მოქალაქეების მიერ შესრულებული სახიფათო სამუშაოს დროს გაიცემა.
საერთაშორისი ორგანიზაციის International Refugee Assistance Project-ის იურისტებმა უკვე მოამზადეს პეტიცია, რომელშიც დაკავებული ავღანური ოჯახის გათავისუფლება მოითხოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები