თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველი დააკავა

თურქეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე, ეკატერინა ბ. დააკავა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ელჩის ანდრეა კარლოვის მკვლელობასთან იყოს დაკაშირებული.  ტელეკომპანია A Haber-ის ინფორმაციით,  ეს ქალი WhatsApp-ის მეშვეობით ელჩის მკვლელს, მევლუთ ალთინთაშს უკავშირდებოდა. ამჟამად ამ ქალის დაპატიმრების საკითხი განიხილება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეკატერინა ბ. ანკარის ერთ-ერთ სასტუმროში ალთინთაშისთვის “ინტიმური მომსახურების უზრუნველყოფასთან” იყო დაკაშირებული. მას და მკვლელს შორის ურთიერთობების ყველა დეტალს პოლიცია არ ასაჯაროებს.
ცნობისთვის, ანდრეი კარლოვი ანკარაში გასული წლის 19 დეკემბერს მოკლეს. მისი მკვლელი სპეცრაზმმა ადგილზე გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები