ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ბიძაშვილი დააკავეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ბიძაშვილი მოსულში ერაყის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “Al Sumaria” იუწყება.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ , რომ ის ალ-ბაღდადის ბიძის შვილია.
აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ბიძაშვილის ადგილსამყოფელი დაზვერვამ დაადგინა. ოპერაცია მოსულის დასავლეთ ნაწილში ჩატარდა, რომელიც მანამდე ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები