ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ერთდროულად ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ განაცხადა.
მისი თქმით, სამმა რაკეტამ ოთხი კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში, ამ ქვეყნის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
კონკრეტულად რა რაკეტებზეა საუბარი, უცნობია, სამხრეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს, შესაძლოა, საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტები ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები