ყაზახეთის პარლამენტმა უფლებამოსილება გაიფართოვა

ყაზახეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება გაუფართოვდება. კერძოდ, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი პარლამენტს, ნაწილი კი მთავრობას გადაეცემა.
კერძოდ, მთავრობას უფლება ექნება დაამტკიცოს დაფინანსების ერთიანი სისტემა და სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კანონის მიხედვით, გაფართოვდება პარლამენტის ქვედა პალატის უფლებამოსილება მთავრობის ფორმირების პროცესში, ასევე დეპუტატებს მთავრობის საქმიანობაზე მეტი კონტროლის საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები