„ბერლინის პოლიტიკა თურქეთთან დაკავშირებით ფაშიზმია“ – ერდოღანის ბრალდება და გერმანიის პასუხი 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიის პოლიტიკა თურქეთთან დაკავშირებით ფაშიზმს ჰგავს. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.
„გერმანია, თქვენ დემოკრატიის მსგავსი წყობაც კი არა გაქვთ. თქვენი ქმედებები ნაცისტების ქმედებებისგან არ განსხვავდება“ – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის ეს განცხადება თურქმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. „სრულიად მიუღებელია, როდესაც ნატოში შემავალი ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ასე საუბრობს ალიანსის სხვა ქვეყანაზე. მით უმეტეს, საუბარია ქვეყანაზე, სადაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია“ – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელმა ფოლკერ კაუდერმა.
გერმანიის მემარცხენე პარტიის წარმომადგენელმა სევიმ დაგდელენმა კი განაცხადა, რომ ფაშიზმს სწორედ ერდოღანის საქციელი ჰგავს, რომელიც მედიის თავისუფლებას და ოპოზიციას თავს ესხმის.
ცნობისთვის, ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობების სტამბოლში გაზეთ  Welt-ის კორესპონდენტის დაკავების შემდეგ გამწვავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები