ისრაელში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შესაბამისი წინადადებით მთავრობას საზოგადოებრივი უშიშროების და იუსტიციის სამინისტროებმა მიმართეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებრივ ადგილას მარიხუანის მომხმარებელი დაჯარიმდება.
ჯარიმა 270 დოლარი იქნება. განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა ორჯერ გაიზრდება.
ერთი და იგივე პირის მიერ მარიხუანის მოხმარებისთვის მეოთხედ დაკავების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ჯარიმებით მიღებული თანხები ნარკომანიასთან ბრძოლის ღონისძიებებს მოხმარდება.
ისრაელი პირველი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები