ტრამპმა კონგრესს მიმართა, რომ მისი ტელეფონის მოსმენის საკითხი შეისწავლოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს მიმართა, რათა საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი ტელეფონის მოსმენის საკითხი შეისწავლოს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნების წინ მისი ტელეფონი ისმინებოდა. ტრამპი ამაში ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
„სწორედ ახლა გავიგე, რომ არჩევნების წინ ობამა ჩემს სატელეფონო საუბრებს ისმენდა. ეს სრული მაკარტიზმია“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ტრამპმა სთხოვა აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტს, შეამოწმოს ეს ინფორმაცია, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის საკითხის გამოძიების პარალელურად.
თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ მოსმენის შესახებ ობამას არანაირი განკარგულება არ გაუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები