სომალიში 2 დღის განმავლობაში შიმშილით 100 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთ ნაწილში, გვალვის გამო, 2 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილით დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ეს ძალზე რთული სიტუაციაა. შიმშილის გამო, ადამიანები და პირუტყვი ზარალდება. სომალის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკვდილის პირას მისულ მოსახლეობას დაეხმაროს”, – განაცხადა სომალის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან ალი ჰაირემ.
გაეროს ინფორმაციით, აფრიკის 5 მილიონამდე ადამიანს დახმარება სჭირდება. 2011 წელს სომალიში შიმშილით 26 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები