პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა

 პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. ოფიციალური ვარშავა დონალდ ტუსკის მეორე ვადით არჩევას არ უჭერს მხარს და ევროპულ საბჭოს ახალ კანდიდატს სთავაზობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურად სარიუშ-ვოლსკი წარადგინეს, ის საკუთარი პარტიიდან “სამოქალაქო პლატფორმა” გარიცხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები