იაპონიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე, ოთხს კი ეძებენ.
ავიაკატასტროფა ნაგანოს რეგიონში მაშინ მოხდა, როდესაც სამაშველო ვერტფმრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა, ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. ფრენა 20 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო და შემდეგ სპეციალურ ადგილას უნდა გაეკეთებინა დაშვება. როდესაც ვერტმფრენი ამ დროის გასვლის შემდეგ არ გამოჩნდა, სამაშველო ცენტრმა პოლიციას შეატყობინა.
ვერტმფრენის ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. იაპონელი მაშველები, ძლიერი ნისლის გამო, ბორტზე მყოფ 4 ადამიანის მოძებნა უჭირთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები