ლონდონში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჯანდაცვის ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლონდონში გამართულ დემონსტრაციას ათასობით ადამიანი დაესწრო. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჯანდაცვის რეფორმაზე უარს არ იტყვის, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები