მარინ ლე პენი დაკითხვაზე არ გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.  ამის შესახებ ლე პენის ადვოკატი იუწყება.
ლე პენი დაკითხვაზე სასამართლოში იყო დაბარებული ევროპარლამენტში ფინანსური მაქინაციების საკითხზე.
როგორც ადვოკატმა რუდოლფ ბოსელიუმ „ფრანს პრესს“ აცნობა,  მარინ ლე პენი დაკითხვაზე მისვლას საფრანგეთში საპრეზიდენტო კამპანიის დასრულებამდე არ აპირებს.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ ორი წლის წინ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა კრისტიან ტობირმა ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, მარტინ შულცის მოთხოვნის საფუძველზე ლე პენის პარტიის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო. შულცს ჰქონდა ეჭვი, რომ ევროპარლამენტის მიერ ლე პენისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი არადანიშნულებისამებრ დაიხარჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები