დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრება

 

უახლოეს რამდენიმე კვირაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება, ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. ეს, სავარაუდოდ, მარტის ბოლო იქნება.
ვიზიტის დროს დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე უკრაინასა და სირიაში არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ორივე საკითხზე ლონდონის და მოსკოვის პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზიტის წინ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არანაირ „გადატვირთვას“ ადგილი არა აქვს და ეს შეუძლებელი იქნება, ვიდრე მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლის.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით „ურთიერთობა, მაგრამ სიფრთხილე“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა საგარეო უწყება გააკრიტიკა და ის რუსეთთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის არარსებობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები