ერდოღანი თურქეთში დაკავებულ გერმანელ ჟურნალისტს გერმანიის ჯაშუშს უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში დაკავებული გერმანული გაზეთის, “Die Welt”-ის კორესპონდენტს, დენიზ იუზელს გერმანელი ჯაშუში უწოდა. ამის შესახებ „ფრანს პრესი” იუწყება.
ასევე, ერდოღანმა გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა.

„გერმანიის ხელისუფლება სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, ვინაიდან ტერორისტებს ეხმარება და მათ იფარებს“, – განაცხადა ერდოღანმა და გერმანიის ხელისუფლება იმისთვის გააკრიტიკა, რომ ბერლინმა თურქი მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.

43 წლის იუზელი თურქეთის პოლიციამ 17 თებერვალს დააკავა. მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი და მონაცემთა უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დენიზ იუზელი თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სერვერზე ჰაკერული შეტევის თემას აშუქებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები