ევროპარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატის, კორვინ-მიკკეს წინააღმდეგ, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლონელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ჭკუა აქვთ და ხელფასსაც ნაკლებს უნდა იღებდნენ. პოლონელის დეპუტატის ამ განცხადებას ევროპარლამენტის ესპანელი დეპუტატმა ქალმა, ირატი გარსია პერესმა უპასუხა:
„აქ სწორედ იმიტომ ვდგავარ, რომ ყველა ევროპელი ქალი დავიცვა თქვენნაირი კაცებისგან. თქვენი თეორიის მიხედვით, მე არ უნდა მქონდეს აქ ყოფნის უფლება. ვიცი, ძალიან გაწუხებთ, რომ ქალებს დღეს შეუძლიათ ისხდნენ ამ შენობაში და ევროპის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ, სარგებლობდნენ ისეთივე უფლებებით, როგორითაც თქვენ სარგებლობთ“, – განაცხადა პერესმა. იანუშ კორვინ-მიკკე ევროპარლამენტის დამოუკიდებელი წევრია, რომელმაც მემარჯვენე პოლიტიკური პარტია 2015 წელს დააარსა. ის რადიკალური და სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები