იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

იორდანიაში 10 ადამიანი ტერორიზმისთვის, ხოლო ხუთი სხვა მძიმე დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც იორდანიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, ტერორისტები 2016 წელს ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლეს. მათ შორის იყო ალ-ბაკაას სპეცსამსახურების ბაზაზე თავდასხმა და ქრისტიანი მწერლის, ნაჰიდ ჰათარის მკვლელობა.
2006-2014 წლებში იორდანიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები