აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მიემგზავრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსენი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მიემგზავრება, რათა ჩრდილოეთ კორეის გარშემო შექმნილი მდგომარეობა განიხილოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ეს ტილერსენის პირველი ვიზიტია ამ რეგიონში სახელმწიფო მდივნის პოსტზე.
ჩინეთისა და სამხრეთ კორეის საგარეო უწყებები ტილერსენის ვიზიტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. იაპონურმა სააგენტო „კიოდომ“ კი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტილერსენი იაპონიაში 17-18 მარტს ჩავა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდება. ამ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, იაპონიაში დონალდ ტრამპის შესაძლო ვიზიტის საკითხიც იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები