შავ ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბრიტანელი სამხედრო პილოტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

დიდი ბრიტანეთის უილთშირის საგრაფოს სამხედრო სასამართლომ ბრიტანელი პილოტი ენდრიუ თაუნშენდი დამნაშავედ ცნო და ის სამსახურიდან გაათავისუფლა.  თუნშენდის დაუდევრობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 198 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაზე კატასტროფას გადაურჩა.
ინციდენტი 2014 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი Voyager-ი  „ბრიზ ნორტონის“ ბაზიდან ავღანეთში მიფრინავდა.
49 წლის ლეიტენანტმა თაუნშენდმა ფოტოაპარატი ისეთ ადგილას დადო, რომ ის შემთხვევით ჩამოვარდა და ერთ-ერთ გადასართავს დაეცა. ამის გამო ავტოპილოტი გაითიშა და თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო.
30 წამის განმავლობაში, თვითმფრინავი 1,34 კილომეტრით დაეცა. ამის შემდეგ თაუნშენდმა სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანა და ავიალაინერი დაასტაბილურა.
ინციდენტის შედეგად 15-მა ადამიანმა, მათ შორის მეორე პილოტმა, ტრავმები მიიღო. თაუნშენდმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას ოთხთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები