ჩინეთმა სამხედრო ბიუჯეტი 7%-ით გაზარდა

ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი მიმდინარე წელს 7%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3% შეადგინა. ამის შესახებ ჩინეთის პარლამენტის წარმომადგენლები იუწყებიან.
ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოში მეორე ადგილზე აშშ-ის შემდეგ.
2016 წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 7.6%-ით გაიზარდა და 146 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.  2015 წელს ხარჯებმა 135 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჩინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა ეს განცხადება მას ემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტის 10%-ით გაზრდის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები