ევროპარლამენტის დეპუტატი: ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ჭკუა აქვთ (ვიდეო)

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა იანუშ კორვინ-მიკემ განაცხადა, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ჭკუა აქვთ და მათ ნაკლები ხელფასი უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება.
„რა თქმა უნდა ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ხელფასი უნდა ჰქონდეთ. მათ კაცებზე ნაკლები ჭკუა აქვთ და უფრო სუსტები არიან“, – განაცხადა კორვინ-მიკემ და დასძინა, რომ მსოფლიოს 100 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის არც ერთი ქალი არ არის.
იანუშ კორვინ-მიკეს აღნიშნულ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროდეპუტატების ნაწილმა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები