ანგელა მერკელი 14 მარტს აშშ-ში ჩავა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 14 მარტს შეერთებულ შტატებში ჩავა. მერკელი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
იანვარში მერკელს და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ნატოს ფარგლებში თანამშრომლობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ტრამპი და მერკელი საკმაოდ ბევრ თემას განიხილავენ, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის საკითხები, ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ასევე ნატო, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები