ერაყში ერთ თვეში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ინფორმაციით, ერაყში თებერვალში ძალადობის, საომარი მოქმედებების და ტერაქტების შედეგად 392 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 613-დაიჭრა. ამის შესახებ ერაყში გაეროს მისიის და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.
„ერაყში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იან კუბიშმა მშვიდობიანი ერაყელების დაღუპვის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა. მანს ასევე დაგმო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ჩადენილი მკვლელობები”, – წერია ანგარიშში.
რამდენიმე დღის წინ ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად მასიური სამარხი იყო ნაპოვნი. 400-მეტრაინ ორმოში 4 ათასამდე ადამიანი იყო დამარხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები