აზერბაიჯანში პოლიციაზე ცილისწამებისთვის ბლოგერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბაქოს სასამართლომ ახალგაზრდა აზერბაიჯანელ ბლოგერს მეხმენ ჰუსეინოვს პოლიციაზე ცილისწამებისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰუსეინოვის განცხადებები იმის შესახებ, რომ 9 იანვარს ის პოლიციამ გაიტაცა და აწამეს, არის ცილისწამება. შესაბამისი სარჩელით სასამართლოს ნასიმინსკის რაიონის პოლიციის უფროსმა მუსა მუსაევმა მიმართა.
ჰუსეინოვი აზერბაიჯანში პოპულარული ბლოგერია. თავის ბლოგებში ის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე, ადგილობრივ ოლიგარქებზე და პოლიცის მხრიდან დარღვევებზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები