აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ გუბერნატორობის პერიოდში მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა აღიარა, რომ ინდიანას შტატის გუბერნატორობის პერიოდში მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პენსის მიერ სამსახურეობრივი მიმოწერისთვის პირადი ფოსტის გამოყენების შესახებ თავდაპირველად გამოცემა “Indianapolis Star”-მა დაწერა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მაიკ პენსი პირადი იმეილით დელიკატურ პოლიტიკურ საკითხებს და ეროვნული უშიშროების საკითხებს განიხილავდა.
ინდიანას შტატის კანონმდებლობა ჩინოვნიკებს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას არ უკრძალავს , თუმცა ითხოვს, რომ ეს მიმოწერა შენახული იყოს და საზოგადოებას მისი შესწავლა შეეძლოს.
გასული წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მაიკ პენსი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებისთვის ხშირად აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები