ტრამპ თაუერში ხანძარი გაჩნდა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ცნობილ ცათამბჯენ „ტრამპ თაუერში“ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცათამბჯენის 47-ე სართულს გაუჩნდა.
გამოცემა “metro.co.uk”-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ათობით სახანძრო ბრიგადა და სამაშველო სამსახურები. ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა გახდა. გამომძიებლებს ხანძრის განზრახ გაჩენის კვალი არ აღმოუჩენიათ.
ხანძრის დროს ერთი ადამიანი კვამლით მსუბუქად მოიწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები