ყაბარდო-ბალყარეთში ზვავის ჩამოწოლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ფედერაციის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში ზვავის ჩამოწოლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი ძმიმედ დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
უბედური შემთხვევა ჩეგეტის მთასთან მოხდა.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულნი. ისინი ცდილობენ დაადგინონ, არიან თუ არა ზვავის ქვეშ კიდევ დარჩენილი ადამიანები.
ჩეგეტის მთის სიახლოვეს რამდენიმე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტი მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები