ავსტრიის სასამართლომ ერაყელი მიგრანტები გერმანელი ტურისტი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

ავსტრიის სასამართლომ რვა ერაყელი იმიგრანტი გერმანელი ტურისტი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. ეს ფაქტი ახალი წლის ღამეს ვენაში მოხდა.
ერაყელ იმიგრანტებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
ერთი განსასჯელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მიგრანტები 22-დან 48 წლამდე ასაკის არიან. ისინი ავსტრიაში 2015 წელს ჩავიდნენ, ხუთმა მათგანმა ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
გაუპატიურების მსხვერპლი 28 წლის ქალია. მან 25 ათასი ევროს კომპენსაცია მიიღო. ქალს დღემდე პოსტტრავმატული შოკი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები